“860-ზე მეტი გაციფრულებული კომპანია, 100,000-ზე მეტი ყოველდღიური მომხმარებელი, ახალი პროდუქტები და 200-ზე მეტი ახალი ფუნქციონალი - 2024 Self.HR-ში გამოწვევების, მნიშვნელოვანი მიღწევებისა და ტექნოლოგიური სიახლეების წელი იყო.” - ასე აფასებს Self.HR-ის თანადამფუძნებელი და კომერციული დირექტორი, ნინო ფეიქრიშვილი განვლილ წელს.
წლის ბოლოს ნინოს, ტრადიციულად, ბევრი კითხვა დავუსვით და ერთად შევაჯამეთ 2024 წელი.
ნინო, სიახლეებით დატვირთული წელი გვქონდა Self.HR-ში. წლის შეჯამებასაც განსაკუთრებით ველოდებით ხოლმე. მოგვიყევი, როგორი იყო 2024 სელფში?
“წელს განსაკუთრებით ბევრი ტექნოლოგიური სიახლე გვქონდა Self.HR-ში. გარდა მსხვილი პროდუქტებისა, რომლებზეც ვიმუშავეთ, სისტემაში 200-ზე მეტი ახალი ფუნქციონალი გადავიდა, რაც ჩვენი პარტნიორების სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული.
ორგანიზაციის წარმატება ემყარება თანამშრომლებს შორის სწრაფ, უსაფრთხო კომუნიკაციას, სწორედ ამიტომ შეიქმნა ჩვენი 2024 წლის მთავარი პროდუქტი Self Talk - მარტივი და უსაფრთხო ლიცენზირებული ჩატი და ჩაეშვა Self Talk-ის მობილური აპლიკაცია.
მახარებს ის ფაქტიც, რომ, როგორც ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, იმ ორგანიზაციებში, სადაც უკვე აქტიურად იყენებენ Self Talk-ს, თანამშრომელთა ჩართულობა 30%-ით გაიზარდა.
ვფიქრობ, რომ Self Talk 2025 წელს ჩვენი პარტნიორი კომპანიების მთავარი საკომუნიკაციო სივრცე გახდება.
ერთ-ერთი მთავარი პროექტი იყო Payroll მოდულის განახლება, რაც ჩვენი მომხმარებლების რეკომენდაციების საფუძველზე გადავწყვიტეთ. Self.HR -ის ტექნიკური გუნდი აქტიურად მუშაობდა ფუნქციონალზე მთელი წლის განმავლობაში.
განახლებული Payroll 1.2 მოდული დღეს უკვე სრულად ერგება ნებისმიერი ზომისა და სექტორის ორგანიზაციების ხელფასების, ბენეფიტების, დაქვითვების დაანგარიშების ლოგიკებს და ითვლის ფიქსირებულ, დღიურ და საათობრივ ხელფასებს.
როგორც, იცით Self.HR-ისთვის ადამიანი და მისი დრო პრიორიტეტია. 2024 წელს დავასრულეთ RS.GE-თან და გადამხდელთა რეესტრთან ინტეგრაცია, რამაც რუტინული HR პროცესები გახადა ავტომატიზირებული და ჩვენს პარტნიორ HR პროფესიონალებს დააზოგინა უდიდესი დროითი რესურსი.
ხშირად აღვნიშნავ ხოლმე და მინდა წლის შეჯამებაშიც ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევაზე ISO/IEC 27001 რესერტიფიცირებაზეც ვისაუბრო. უკვე მეორე წელია სელფში ISO 27001 სტანდარტი გვაქვს დანერგილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორების სენსიტიური მონაცემები ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტით ISO 27001-ით არის დაცული. ყოველ წელს ჩვენს გუნდს სტუმრობს საერთაშორისო აუდიტორული კომპანია, რომელიც აკეთებს მონაცემების უსაფრთხოების აუდიტს ISO სტანდარტების მიხედვით. წელსაც სელფის გუნდმა წარმატებით გაიარა რესერტიფიცირების პროცესი.
ეს არის არასრული ჩამონათვალი, იმ ფუნქციონალებისა, რომლებსაც Self.HR-ის გუნდმა 2024-ში მოგიმზადათ.“
ვფიქრობ, რომ ჩვენი წარმატება ყველაზე უკეთ რიცხვებში გამოისახება. წელს როგორია Self.HR-ის შედეგები?
“2024 წელს Self.HR-ის პარტნიორთა რიცხვმა 860-ს გადააჭარბა, მათგან 226 სწორედ წელს შემოგვიერთდა. 100,000-ია რიცხვი იმ ადამიანებისა, რომლებიც Self HR აპით ყოველდღიურად სარგებლობენ და მართავენ პირად HR ადმინისტრაციულ პროცესებს.
ჩვენთვის 2024 წელსაც პრიორიტეტი იყო მცირე და საშუალო ბიზნესთან თანამშრომლობა, თუმცა მათ პარალელურად წელს კონტრაქტები გავაფორმეთ ისეთ მსხვილ კომპანიებთან როგორებიცაა: ელიტ ელექტრონიქსი, სელფი მობაილი, ევექსი, კახეთის ტრადიციული მეღვინეობა, გრინვეი და სხვა.
რაც შეეხება ფინანსურ შედეგებს, Self.HR-ის წლიური ბრუნვა 100%-ით გაიზარდა. აქტიურად ვემზადებით ახალი პროდუქტების ჩასაშვებად, ამიტომაც ვფიქრობ, რომ მომავალი წელი განსაკუთრებით კარგად აისახება ჩვენს ფინანსურ შედეგებზე.
გაიზარდა Self.HR-ის გუნდიც. 2024 წელს 10 ახალი თანამშრომელი შემოგვიერთდა და ახლა უფრო მეტი ადამიანი ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენს პარტნიორებს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება შევუქმნათ.
რადგანაც რიცხვებზე ვსაუბობთ, უნდა აღვნიშნო, რომ დღეს Self.HR სისტემით 1000-ზე მეტი HR პროფესიონალი მართავს ორგანიზაციის HR ბიზნეს პროცესს და იმარტივებს ყოველდღიურობას. მათგან 500-ზე მეტს წელს Self.HR სისტემის ადმინისტრატორის სერტიფიკატი გადაეცათ. ეს პროექტი Self.HR-ის მომხმარებელთა გამოცდილების მართვის გუნდის ინიციატვით შეიქმნა. პროექტის ფარგლებში, ადამიანებს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ სისტემის ყველა ფუნქციონალს და წარმატებით დაასრულეს ორგანიზაციაში HR ციფრული ტრანსფორმაცია, გადაეცათ Self.HR სისტემის ადმინისტრატორის სერტიფიკატი. პროექტი გრძელდება და იმედი გვაქვს 2025-ში კიდევ უფრო მეტი სეტიფიცირებული ადმინისტრატორი გვეყოლება.
წელს სულ ეს იყო… მიხარია, რომ ქვეყანაში არსებული რთული ვითარების ფონზე, მაინც შევძელით ჩვენი ძირითადი ჩანაფიქრების შესრულება და თქვენთვის გაზიარება. იმედი მაქვს, რომ 2025 წელი Self.HR-სთვის იქნება სწრაფი განვითარებისა და ტექნოლოგიური სიახლეების წელი!“