Self Recruit შერჩევა და ონბორდინგი

აღმოაჩინე რეკრუტინგის და ონბორდინგის ახალი გამოცდილება. Self Recruit-ით ერთი სივრციდან მართე შერჩევა და ონბორდინგი. მარტივად და სწრაფად იპოვე გუნდის ახალი წევრები.

err
1
img

ვაკანსიის შექმნა და გავრცელება

შექმენი ვაკანსია და გააზიარე დასაქმების პლატფორმებზე. ერთ სივრცეში მართე კანდიდატების ინფორმაცია: მიიღე რეზიუმეები ან/და შევსებული აპლიკაციის ფორმები, შეაფასე კანდიდატები და მოინიშნე კომენტარები, თვალი ადევნე შერჩევის რომელ ეტაპზე არიან კანიდატები. ჩართე გუნდის სხვა წევრები შერჩევის პროცესში - გაუზიარე კანდიდატების შორთლისტი ვაკანსიის ხელმძღვანელებს და მიიღე უკუკავშირი.

err
2
img

კანდიდატებთან კომუნიკაცია

ეკონტაქტე კანდიდატებს ავტომატური შეტყობინებებით:დაიბარე გასაუბრებაზე Mail ან/და SMS შეტყობინებით, გაუგზავნე შეთავაზება | Job Offer, მარტივად დაუბრუნე შერჩევაში მონაწილე ყველა კანდიდატს ავტომატური უკუკავშირი.

err
3
img

ონბორდინგი

ააწყე ონბორდინგის სრული პროცესი. გაწერე ონბორდინგის დავალებები სხვადასხვა გუნდისთვის: კონტრაქტის გაფორმების, ტექნიკის შესყიდვის, IT ინფრასტრუქტურის მოწყობის, ტრენინგების და სხვა დავალებები. თვალი ადევნე, როგორ შესრულდა გაწერილი დავალებები და ონბორდინგის რომელ ეტაპზეა ახალი თანამშრომელი.

err
4
img

ანალიტიკა

მრავალფეროვანი ანალიტიკური ხელსაწყოებით მიიღე გადაწყვეტილებები სწრაფად. თვალი ადევნე მონაცემებს: აქტიური ვაკანსიების რაოდენობა, დახურული ვაკანსიების რაოდენობა, მიღებული რეზიუმეების რაოდენობა წყაროების მიხედვით, დასაქმებული კანდიდატების რაოდენობა წყაროების მიხედვით, ვაკანსიის დახურვის საშუალო დრო/ვაკანსიის დახურვის საშუალო დრო რეკრუტერების მიხედვით, გადინების მაჩვენებელი და სხვა

err